ადრეული განვითარების
დენვერის მოდელი არის განვითარებაზე, ქცევაზე, რუტინებზე და თამაშზე დაფუძნებული თერაპია,
რომელიც გამოიყენება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან 12 დან 60 თვემდე. დენვერის
მოდელი ორიენტირებულია მულტისასწავლო გარემოზე და სამიზნეს წარმოადგენს ადრეულ განვითარებასთან დაკავშირებული ყველა უნარი:
მეტყველება, თამაში, სოციალური ინტერაქცია, ყურადღების გაზიარება, შემეცნებითი უნარები,
იმიტაცია, მოტორული უნარები, თვით-მოვლა და ქცევა. აღნიშნულ უნარებზე მუშაობა მიმდნარეობს
კურიკულუმით, რომელიც მორგებულია აუტისტური სპექტრის განვითარების თავისებურებებზე.
მიდგომა
ნაწილობრივ სტრუქტურირებულია, რადგან ბავშვის პროფილის შეფასების შემდგომ, წერილობით
ყალიბდება განვითარების ყველა სფეროდან აღებული გრძელვადიანი სასწავლო მიზნები, მიზნების
მისაღწევად დასახული მოკლევადიანი საფეხურები
და შესაბამისად იგეგმება აქტივობები თუ თამაშები. აღნიშნული აქტივობების განხორციელებისას ყურადღება
ექცევა ასაკობრივად შესაბამისი სოციალური წესების შემოტანას და ბავშვისათვის მათ ეტაპობრივ
სწავლებას.
მოდელში მუშაობა იწყება
ბავშვის სოციალური ურთიერთობის წამოწევით
- ის უზრუნველყოფს დადებით
ბიძგს, მასტიმულირებელ გარემოს, სადაც აქცენტი კეთდება ბავშვის ინიციატივისა და კომუნიკაციის
სურვილის გაზრდაზე. მშობლებსა თუ სხვა პარტნიორებს ეხმარება
მოახდინონ ბავშვის მინიშნებების
და ემოციური გამოხატულების ინტერპრეტაცია და
განაგრძონ კომუნიკაცია. ამ ტექნიკების დაუყოვნებლივი ეფექტია კონკრეტული უნარების დასწავლის
შესაძლებლობების მკვეთრი ზრდა, რომელიც ჩაშენებულია აქტივობებში კონტექსტის შესაბამისად
და პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივად, სახლის ან ცენტრის გარემოში. თერაპევტი უზრუნველყოფს
პროცესში მშობლის ჩართულობას, მისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და
კონკრეტული სტრატეგიების სწავლებას.
სენსორული გადამუშავების დარღევა არის პროცესი, რომლის დროსაც არ ხდება სხეულიდან და გარემოდან ...
სენსორული გადამუშავების დარღევა არის პროცესი, რომლის დროსაც არ ხდება სხეულიდან და გარემოდან სენსორ...
ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვს კუნთების გაძლიერებაში, რაც ისეთი უნარების განვითარებისთვის სჭი...