„ბრაით აკადემი“ დაარსდა, ერთი მხრივ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის მშობლის, ხოლო, მეორე მხრივ, სფეროს სპეციალისტის გამოცდილებების გაერთიანების საფუძველზე. ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და მათი რესურსების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა.
„ბრაით აკადემი“ ეფუძნება იდეას, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით. ამიტომ, “ბრაით აკადემი“-ს გუნდი მუშაობს ყველა იმ გარემოში, სადაც ბავშვია. ჩვენი მიზანია, ახალი ცოდნა იყოს მაქსილამულარად ფუნქციური, ბავშვმა შეძლოს მისი რეალურ სიტუაციებში გამოყენება; შედეგად, გახდეს მეტად დამოუკიდებელი და ინტეგრირებული.