ბავშვის განვითარების შეფასება
ნეიროფსიქოლოგიური შეფასება ტარდება, როდესაც რა უნარები ფასდება ნეიროფსიქოლოგიური ტესტირების დროს? რა ასაკიდან ტარდება? როგორია შეფასების პროცესი?
შეფასების პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:
რამდენ ხანს გრძელდება შეფასება?

აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტიკა
ADOS-2 ის კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში თუ : რა ასაკიდან ტარდება? როგორია ADOS-2 ით შეფასების პროცესი?

ოკუპაციური თერაპევტის შეფასება
სენსორული ინტეგრაციის შეფასება ტარდება იმ შემთხვევაში თუ:: როგორია სენსორული ინტეგრაციის შეფასების პროცესი?

განვითარების მასტიმულირებელი ინდივიდუალური პროგრამა
ბრაით აკადემი გთავაზობთ განვითარების მასტიმულირებელ ინდივიდუალურ პაკეტებს, რომელიც განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.

განვითარების მასტიმულირებელი ინტენსიური პროგრამა მოიცავს კვირაში 5 დღე თერაპიულ სესიებს, რომელთა მინიმუმ 40% ტარდება ბავშვის ბუნებრივ გარემოში- სახლი, ბაღი, სკოლა და სხვა. პაკეტი მოიცავს 40 კონტაქტურ თერაპიულ სესიას, სადაც შედის როგორც სტრუქტურირებული, ისე თავისუფალი თამაში, ფიზიკური და სენსორული აქტივობები, ჯგუფური შეხვედრა და ა.შ. განვითარების მასტიმულირებელი სტანდარტული პროგრამა მოიცავს კვირაში 3 დღე თერაპიულ სესიებს, რომელთა მინიმუმ 20% ტარდება ბავშვის ბუნებრივ გარემოში. პაკეტი მოიცავს ჯამში 28 კონტაქტურ თერაპიულ სესიას, სადაც შედის როგორც სტრუქტურირებული, ისე თავისუფალი თამაში, ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრები, ფიზიკური და სენსორული აქტივობები განვითარების მასტიმულირებელი სტანდარტული პროგრამა მოიცავს კვირაში 2 დღე თერაპიულ სესიებს. პაკეტი მოიცავს 16 კონტაქტურ თერაპიულ სესიას, რომელიც ფოკუსირებულია ბავშვის წამყვან გამოწვევებზე და უმეტესად ინდივიდუალური თერაპიის სახე აქვს.

ასევე პაკეტის ღირებულებაში შედის საჭიროებისამებრ ბავშვის შეფასება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ: ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ფსიქოთერაპევტის, ნეიროფსიქოლოგის.

გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესში მშობლების ჩართულობა, რის გამოც გარდა იმ შესაძლებლობისა რომ დაესწრონ თავად თერაპიულ სესიებს და მიიღონ სპეციალისტებისგან პრაქტიკული რჩევები, თვეში ერთხელ აქვთ საშუალება დაესწრონ ჯგუფურ შეხვედრებს, რომელსაც ძირითადად ფსიქოგანათლების სახე აქვს და ემსახურება მშობელთა ინფორმირებულობის დონის გაზრდას და მათ აქტუალურ კითხვებზე კვალიფიციური პასუხების გაცემას. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში ბავშვი იღებს ყველა საჭირო სპეცილისტის მიერ ერთობლივად დაგეგმილ პროგრამას: ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტოი, ქცევის თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი. გუნდი სისტემატურად ცვლის ერთმანეთში ინფორმაციას, აფასებს სამუშაო გეგმის მიმდინარეობას, განახლების საჭიროებას და ა.შ.