რა კონკრეტული ქცევები მიანიშნებენ სენსორულ სირთულეებზე
სენსორული გადამუშავების დარღევა არის პროცესი, რომლის დროსაც არ ხდება სხეულიდან და გარემოდან სენსორული იმპულსების ტვინისთვის მიწოდება, შესაბამისად ტვინი ვერ ახდენს სენსორული ინფორმაციის სწორად მიღებასა და გადამუშავებას. ამ დროს ადგილი აქვს სენსორულ შეგრძნებებზე არა სწორ ან შეუსაბამო პასუხს. შესაძლოა ვლინდებოდეს ჭარბად გამოხატული სენსორული ძიება ერთ ან რამდენიმე სისტემაში, რომელიც ხელს უშლის ბავშვს ერთ აქტივობაზე კოცნეტრაციაში და ასევე, შესაძლოა ვლინდებოდეს მკვეთრად გამოხატული თავის არიდება, როდესაც ბავშვს ერთ ან რამდენიმე სისტემაში აღენიშნება ძლიერი სენსიტიურობა, რის გამოც მას უჭირს ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა.
სენსორული გადამუშავების დარღვევა - არის კომპლექსური მექანიზმი, რომელიც აფერხებს სხვადასხვა სისტემებით/არხებით შეგრძნების პროცესს - ყნოსვა, გემო და ა.შ.
მათ ვისაც აქვთ სენსორული გადამუშავების დარღვევა მათთვის არის სირთულე სხვადსახვა ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების განხორციელება (სოციალურ-ემოციური რეაგირება, მოტორული აქტივობები, აკადემიური მიღწევები და ა.შ).
როგორ მივხდეთ არის თუ არა სენსორული გადამუშავების დარღვევა (რა კონკრეტული ქცევები მიანიშნებენ სენსორულ სირთულეებზე)?
ტაქტილური მგრძნობელობა:
უარს ამბობს შეხებაზე (მოფერება), კოცნაზე და ზედმეტად სენსიტიურად რეაგირებს შემთხვევით შეხებაზე, იწმენდს შეხების ადგილს
ბრაზობს, როდესაც ბავშვები მას უახლოვდებიან და ეხებიან, შეიძლება გამოხატოს ფიზიკური აგრესია
არ უყვარს რიგში დგომა, განსაკუთრებით თუ ვინმე ეხება
არ უყვარს ჩახუტება (ჩვილობაში შესაძლოა არ უყვარდა რწევა) ან პირიქით მუდმივად სურს რომ ხელში იყოს (დაცულობა)
აწუხებს პერანგის იარლიყები კისერზე ან მომჯდარი/ ვიწრო ტანსაცმელი, ხელთათმანი, ქუდი, საყელოიანი ზედა ტანისამოსი და ა.შ.
გარემოში ყველაფერს ეხება - სხვადასხვა ზედაპირებს, ფაქტურებს, ტექსტურებს
გამუდმებით პირში იდებს არასაკვებ საგნებს
არ უყვარს ,,დასვრითი“ თამაშები (ქვიშა, ტალახი, საღებავები - თითებით ხატვა და ა.შ.)
ჩქმეტს/იკაწრავს ან კბენს საკუთარ თავს, ასევე შესაძლოა სხვებსაც
არ უყვარს მოვლითი აქტივობები, მაგ: თმის შეჭრა, ხელ-პირის დაბანა, ფრჩხილების დაჭრა, კბილების გახეხვა, საფენის გამოცვლა და ა.შ.