ბავშვთა განვითარების ადრეული იდენტიფიკაციისა და მხარდაჭერის პროექტი

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ბრაით აკადემიაში" ბავშვთა განვითარების ადრეული იდენტიფიკაციისა და მხარდაჭერის პროექტზე 2026 წლის ბენეფიციარებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო!

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ბრაით აკადემი" 2023 წლიდან ახორციელებს სოციალურ პროექტს, რომლის მიზანია ბავშვთა განვითარების სირთულეების ადრეული იდენტიფიკაცია და დროული, ეფექტური მხარდაჭერა. მიმდინარე პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ საჭირო სერვისების დამოუკიდებლად დაფინანსებას და არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამებში.


რატომ არის ადრეული ინტერვენცია გადამწყვეტი

ადრეული ინტერვენცია ნიშნავს, ბავშვის განვითრებაში სირთულეების, სუსტი მხარეების აღმოჩენას და შესაბამისი თერაპიული მიდგომით მის მხარდაჭერას განვითარების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე.

ადრეული ინტერვენცია განსაკუთრებით ეფექტური და მნიშვნელოვანია დაბადებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში, როდესაც თავის ტვინი, გარემოსა და გამოცდილებების პირდაპირი ზეგავლენით, ინტენსიურად ვითარდება, შესაბამისად ახალი უნარების დასწავლა უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება, სწორად შერჩეული თერაპია კი მნიშვნელოვნად აჩქარებს პროგრესს.

კვლევები აჩვენებს, რომ ადრეული მხარდაჭერა ამცირებს სირთულეების გაღრმავების რისკს, ხელს უწყობს სოციალური უნარების, გარემოსთან ადაპტაციის და ზოგადი განვითარების გაუმჯობესებას, რაც ქმნის საფუძველს, ბავშვი იყოს უფრო დამოუკიდებელი და წარმატებული.

ადრეული ინტერვენცია მხარს უჭერს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ეხმარება მშობლებლებსაც, უკეთ გაიგონ ბავშვის საჭიროებები, მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები და ეფექტური მხარდაჭერა.


რას მოიცავს პროექტი?

პროექტი მიზნად ისახავს განვითარების დარღვევების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას, ბავშვების პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობას და სოციალურად მოწყვლადი ოჯახების ან მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებას, სადაც შეფასება და დიაგნოსტიკის ფარგლებში დაფინანსებული იქნება:

  • ნეიროფსიქოლოგის შეფასება
  • მეტყველების თერაპევტის კონსულტაცია
  • ოკუპაციური თერაპევტის შეფასება
  • ADOS-2 ტესტირება

ხოლო თერაპიული პროგრამაში დაფინანსდება:

განვითარების მასტიმულირებელ ინდივიდუალურ პროგრამაში შემავალი 16 თერაპიული სესია, 6 თვის განმავლობაში.


ვინ შეიძლება გახდეს პროექტის ბენეფიციარი?

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია მინიმუმ 2 კრიტერიუმის დაკმაყოფილება:

  • ბავშვის ასაკი – 3 წლამდე
  • ბავშვი არ არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში
  • ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში
  • ოჯახში არის 3-ზე მეტი არასრულწლოვანი
  • ოჯახის წევრს აქვს შშმ სტატუსი
  • მშობელს/მზრუნველს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი

უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უფრო მეტ კრიტერიუმს.


განაცხადის პროცესი

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • შესაბამისი კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • განაცხადი (განაცხადის ფორმა ივსება ადგილზე)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით ცხელ ხაზზე: +995 32 2 185 258

დოკუმენტების გამოგზავნას შეძლებთ ელ.ფოსტაზე: [email protected]

სხვა ბლოგები:

Chat on WhatsApp